ზალიკო უდუმაშვილი: "ასეთი შეურაცხყოფილი და მიგდებული თბილისი მე არ მახსოვს..."

Image

"ასეთი შეურაცხყოფილი, მიგდებული და ბედის ანაბარა მიტოვებული თბილისი მე არ მახსოვს", - ამბობს ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი გაზეთ "ქრონიკა პლუსთან" ინტერვიუში. 

 

ზაალ უდუმაშვილი ასევე ამბობს, რომ მისი წარდგენის დროს, სიტყვით გამოსვლისას აქცენტის გაკეთება "გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატზე" აბსოლუტურად სწორი გზავნილი იყო:

 

"ნამდვილად მიმაჩნია, რომ დღეს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა გაბრაზებულია. ეს გამოვიტანე სწორედ ჩემს მიმართვაში, იმიტომ რომ ასეთი შეურაცხყოფილი და მიგდებული, ბედის ანაბარა მიტოვებული ეს ქალაქი მე ჯერ არ მახსოვს.  ეს არის სწორედ გაბრაზებული თბილისი.

 

სანამ ჯერ კიდევ კანდიდატურას დავაყენებდი, ყველას პოზიცია, ვისაც ვხვდებოდი, იყო ის რომ არიან გაბრაზებული და სწორედ აქედან წამოვიდა ეს გზავნილი - ყველა მელაპარაკებოდა მე, როგორც გაბრაზებული თბილისის დღევანდელ მმართველობაზე...".

 

ზაალ უდუმაშვილი "თბილისელობის ფაქტორზეც" საუბრობს და აღნიშნავს, რომ არაა აუცილებელი, თბილისის მერობის კანდიდატი აუცილებლად "მეცხრე თაობის თბილისელი" იყოს, მაგრამ მისი თქმით, ქალაქს იმდენად კი უნდა იცნობდეს, რომ ქუჩებში რუკით არ გადაადგილდებოდეს:

 

"მე შორს ვარ აზრისგან, რომ თბილისის მერი აუცილებლად უნდა იყოს მე-9 თაობის თბილისელი - რასაკვირველია, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ჩემს გამოსვლაში ხაზი გავუსვი იმას, რომ თბილისს უნდა იცნობდე, არ შეიძლება თბილისის მერი თბილისის ქუჩებში რუკებით გადაადგილდებოდეს, არ შეიძლება ვერ აგნებდეს უბანს.

 

მან უნდა იცოდეს, რა უჭირს მოსახლეობას, უნდა იცოდეს, რითი ცხოვრობს ქალაქი... მე იმიტომ გავუსვი ხაზი ჩემს თბილისელობას, რომ მე დაბადებიდან აქ ვცხოვობ და კარგად ვიცნობ თბილისს, ეს იყო ჩემი გზავნილი და არა ის, რომ აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს თბილისის მერი", - ამბობს ზალიკო უდუმაშვილი. 

 

უდუმაშვილი ამბობს, რომ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ პრაგმატული თვალსაზრისით, არც მეორე ტურს გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ სახელისუფლო კანდიდატთან ერთად თავად გავა მეორე ტურში, ზაალ უდუმაშვილს ოპოზიციის გაერთიანების იმედი აქვს:

 

"რა თქმა უნდა, მარცხს არ განვიხილავ, მეორე ტური კი პრაგმატულად შეიძლება განვსაზღვროთ. რაც შეეხება, სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ბუნებრივია, რომ თუ ეს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჩვენი ამოცანაა თბილისის ხელისუფლების შეცვლა და თბილისში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, ყველა უნდა გაერთიანდეს იმ იდეის გარშემო და ვინც გავა მეორე ტურში, იმას დაუჭირონ მხარი. 

 

ჩვენ გვაქვს და გვექნება კონსულტაციები ოპოზიციასთან ამ თემაზე და იმედი მაქვს, მივაღწევთ კონსესუსს", - ამბობს ის "ქრონიკა პლუსთან" ინტერვიუში. 

 

ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, "რუსთავი-2-დან" მისმა წამოსვლამ არხის რეიტინგზე იმოქმედოს, მაგრამ იმედი აქვს, რომ სამაუწყებლო კომპანიის კოლექტივი ამ ამოცანას გაუმკლავდება.

 

ასევე, უდუმაშვილის განცხადებით, ის უკან, ტელევიზიაში არჩევნების შემდეგ (წარუმატებლობის შემთხვევაში) დაბრუნებას გამორიცხავს:

 

"რახან პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება მყარია. მე არ მივდივარ პოლიტიკაში სამი და ოთხი თვით და, რაც მთავარია, არ მივდივარ იმისთვის, რომ დავმარცხდე. ჩემი მომავალი გეგმებიც პოლიტიკას უკავშირდება", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.  

 

ენმ-ს მერობის კანდიდატი იზიარებს პარტიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმია და "ოლიგარქის დამარცხებისთვის ბრძოლაში" თბილისში გამარჯვების შესაძლებლობას "გარდამტეხ მომენტად" განიხილავს:

 

აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეხედულებას, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და თუ გვინდა რეჟიმის დამარცხება, სწორედ დღეიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა . თბილსის მერობა არ არის მხოლოდ მეურნის თანამდებობა, როგორც ივანიშვილმა წარადგინა ნარმანია და ის კიდევ ცალკე საკითხია, სანამდე მიგვიყვანა მეურნის მმართველობამ, ეს უკვე ვნახეთ, სამწუხაროდ.

 

თბილისის მერი ეს არის არჩევითი ფიგურა, სერიოზული პოლიტიკური თანამდებობა და მას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის მესამედია. აქედან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თუ თბილისში მოხდა ვითარების გარდატეხა, ეს აუცილებლად პირდაპირპროპორციულად აისახება დანარჩენ ქვეყანაზეც", - ამბობს ზალიკო უდუმაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !