გვარამია: მორჩით ღელვას: ვისაც მინდა, იმას დავუჭერ მხარს და როგორც მინდა, ისე გამოვხატავ...

Image

"რუსთავი-2-ის" გენდირექტორი ნიკა გვარამია მის მიმართ ბოლო დღეებში გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ზაალ უდუმაშვილის მხარდაჭერის გამოხატვას არ ერიდება.

 

"ვისაც მინდა, იმას დავუჭერ მხარს და როგორც მინდა, ისე გამოვხატავ", - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუქზე". მისი თქმით, ეს პოზიცია "რუსთავი-2-ის" სარედაქციო პოლიტიკას არ უკავშირდება.

 

"ცოტა ვერ გავიგე, ელენე ხოშტარიას რომ მივეცი ვაკის მაჟორიტარად ჩემი ხმა და საჯაროდაც ვაგიტირებდი რამდენიმე თვის წინ, მაშინ კარგი ვიყავი და ახლა, ჩემს ახლო მეგობარს, ზალიკო უდუმაშვილს რომ ვუჭერ მხარს თბილისის მერობაზე, უცებ გავცუდდი და რ2ს ბალანსი აეჭრა, თუ როგორაა?

 

მეგობრებო, მორჩით ღელვას. ვისაც მინდა, იმას დავუჭერ მხარს და როგორც მინდა, ისე გამოვხატავ.
დიახ, არ მიმაჩნია უდუმაშვილის გარდა არც ერთი ოპოზიციური კანდიდატის შანსები სერიოზულად. ესაა ჩემი ვარაუდი, როცა და როგორც მინდა, ისე გამოვთქვამ და თვითცენზურას არ ვაპირებ. და ამას თუ რომელიმე კანდიდატი ან მისი მხარდამჭერი შეურაცხყოფად აღიქვამს, სჯობს, ადეკვატური აღქმის უნარი დაიბრუნოს. სასარგებლოა წინასაარჩევნოდ.

 

მთავარი, მე ვის ვაძლევ ხმას რ2ის სარედაქციო პოლიტიკას არ უკავშირდება. აქამდე ქოცური ნარატივი აკავშირებდა ჩემს პირადს რ2თან და არ მივესალმები სხვების ხარჯზე ამ ნარატივის გაფართოებას. თუ არა და, იხილეთ წინა წლების მედია მონიტორინგის შედეგები და დაელოდეთ წლევანდელს. მაინც თუ არა და, როგორც გინდათ, ისე ქენით. მე რა, კი არაფერი მაკლდება...

 

პს: კვლავ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ლაკას მიმართ. პატივისცემასაც და სიყვარულსაც. არ მგონია, ხმის მიცემაზე გადიოდეს ეგ ამბავი", - წერს ნიკა გვარამია.

 

მანამდე ნიკა გვარამიამ "მეტრონომთან" საუბარში აღნიშნა, რომ ზაალ უდუმაშვილსა და სახელისუფლო კანდიდატს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი, ხოლო დანარჩენი კანდიდატების მონაწილეობა არჩევნებში მხოლოდ სიმბოლურია, რის შემდეგაც მას "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ფეისბუქით" უპასუხა და პროფესიული სტანდარტების დაცვაზე ზრუნვა ურჩია, ხოლო ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის "ვერ გახდება მერი და არჩევნებიდან მეორე დღეს დაემშვიდობება პოლიტიკას, როგორც შარშანდელი თოვლი.

 

ნიკა გვარამიამ "მეტრონომთან" საუბარში თქვა:

 

“ჩემი აზრით, ზაალ უდუმაშვილი ყველაზე მკაფიო და ნათელი სახეა, არათუ ამ კანდიდატებში, არამედ ბოლო პერიოდის ქართულ პოლიტიკაში, სადაც, მიხარია რომ ასეთი ადამიანები მიდიან. მე, ნამდვილად, ზალიკოს მივცემ ხმას.

 

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში გაიმართება მეორე ტური, სადაც იქნება სახელისუფლებო კანდიდატი და ზალიკო უდუმაშვილი. დანარჩენების მონაწილეობა არჩევნებში სიმბოლურია.”

 

გიგი უგულავას საპასუხო წერილი ნიკა გვარამიას:

 

ნიკა, ძვირფასო, ონლაინ გამოკითხვები რომ არაზუსტია ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ის რომლზეც ზალიკომ კალაძესთან წააგო, მაგრამ რატომღაც კმაყოფილება გამოსჭვივოდა, რომ ელენე დაამარცხა. ცხადია, შენი აზრის გამოთქის უფლება გაქვს, მაგრამ შენი პოზიციის გათვალისწინებით ტელევიზიის მომავლისთვის უკეთესი იქნება პროფესიული სტანდარტების დაცვაზე გეზრუნა.

 

დიდი ცდუნებაა ეს მოგეხსენება. ეს დღეები აშკარად გადაიხარა სასწორი. მე კოლექტივის იმედი მაქვს მაინც. ბევრ გამოწვევას გაუძლეს და ამ ცდუნებასაც გაუძლებენ. რუსთავი2 არც ამ არჩევნებით დაწყებულა და არც აქ დამთავრდება. და ჯობია პროფესიული სტანდარტების დაცვით გავიაროთ ეს და სხვა არჩევნები.

 

ვინ სიმბოლური კანდიდატია და ვინ არა, ამას თბილისელები გადაწყვეტენ, სადაც ერთი ხმა გაქვს და მე პატივს ვცემ შენს არჩევანს. ოღონდ როგორც მეგობარი მეგობარს ( და იმედია ასეთებად დავრჩებით და არ გაიბუტები ) გთავაზობ სანაძლეოს - ზაალი ვერ გახდება მერი და არჩევნების მეორე დღეს დაემშვიდობება პოლიტიკას როგორც შარშანდელი თოვლი. ( ამიტომ თუ ვინმეა სიმბოლური ეს სამწუხაროდ ჯერ ჯერობით ზალიკოა).

 

ელენეს რაც შეეხება, რომც ვერ გახდეს მერი გააგრძელებს მუშაობას, ხალხში სიარულს და მათ დახმარებას. ზუსტად ისე როგორც 2016 წლის არჩევნების მერე - ერთადერთი ადამიანია უმცირესობა/ უმრავლესობაში, ვისაც ერთი წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა და კარ და კარ სიარული, გაჭირვებული ადამიანების დახმარება. და რაც მთავარია ეს ყველაფერი შენ ჩემზე უკეთ იცი.

 

ამიტომ ვფოკუსირდეთ არა სიმბოლოებზე, კვერი დავუკრათ არა ადამიან-იდეებს, არამედ ივანიშვილ კალაძის კორუმპირებულ ბალაგანზე, ხოლო ვინ სიმბოლოა და ვინ სიმულაცია ეს თბილისელებმა გადაწყვიტონ.

 

პ.ს. რა გინდა დაგინდე, იმ მეორე ნიკას ტონალობით არ მოგმართავ.

 

იმედია მალე გნახავ და ეპისტოლარული ურთიერთობა აღარ მოგვიწევს, თუმცა არც ესაა პრობლემა“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !