პოლიტიკა

მოსკოვში ФСБ-ს ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ამერიკელ დიპლომატს სცემეს

დაახლოებით დილის 6 საათზე ФСБ-ს ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მოსკოვში ამერიკელ დიპლომატს სცემეს - ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება. 

>>>

ქართული ოცნება - 22.4%, ენმ - 21.7% - კვლევა GFK-სგან

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GFK - ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 22.4% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ხოლო 21.7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

>>>

სანდრა რულოვსი საქართველოში ჩამოვა და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

საქართველოს პირველი ლედი 2004-2013 წლებში სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი უკრაინიდან საქართველოჭში ჩამოსვლას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას აპირებს. სანდრა რულოვსი არც სიაში იქნება და არც მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას რომელიმე უბანში, თუმცა, ენმ-ს სასარგებლოდ იმუშავებს. 

>>>

"სიყვარული რუსულად" ანუ ვლადიმირ სიმაგინი საქართველოში

რუსი კომუნისტი ვლადიმირ სიმაგინი საქართველოში, ერთერთი არხის ეთერში, ადრე პარტია „ნეიტრალური საქართველოს“, ახლა კი "სოციალისტური საქართველოს" ლიდერთან ერთად აღმოჩნდა: თბილისში, მისი უშუალო მასპინძელი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელიაა.

>>>

ე.წ. მატროსოვის ციხესთან საგანგებო ბრიფინგი იგეგმება

ე.წ. მატროსოვის ციხესთან საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი. ბრიფინგი 25 ივნისს, 11 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" არასამთავრობო ორგანიზაციების "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელისა" (INCD) და "ახალი ხედვა საქართველოს" (NVG) წარმომადგენლებმა უთხრეს.

>>>

თინა ხიდაშელი ლევან ვასაძეზე: "ამ ამებას რომ მოსწონდეს, რასაც ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო?"

"ნუ ნერვიულობთ, ჩემებო, ყველაფერი კარგადაა, წარმოიდგინეთ, ამ ამებას რომ მოსწონდეს, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო?", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს, სადაც ის ამბობს, რომ თავისი ყურით გაიგონა, როგორ უთხრა თინა ხიდაშელმა აფხაზებს, აფხაზეთის დაბრუნება არ მაინტერესებსო.

>>>

ლადო ბედუკაძემ და თემურ ხაჩიშვილმა, შესაძლოა, ახალი პარტია შექმნან

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ე.წ. ციხის კადრების ავტორმა ვლადიმირ ბედუკიძემ "მხედრიონის" ყოფილ ლიდერთან თემურ ხაჩიშვილთან ერთად პოლიტიკური პარტია შექმნას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. 

>>>

მიხეილ სააკაშვილს კაბინეტი კარავში, ოდესა-რენის მშენებარე გზატკეცილზე გადააქვს

ოდესა-რენის მშენებარე გზატკეცილთან მიხეილ სააკაშვილის კაბინეტი კარავში განთავსდება, საიდანაც ოდესის გუბერნატორი მიმდინარე მშენებლობის რიტმს გააკონტროლებს - ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილი, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. 

>>>

"ქართული ოცნების" შიდა კვლევაში 13 პარტიის მონაწილეობით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა

საინფორმაციო სააგენტო GHN ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით ასაჯაროვებს "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებს, რომელიც ენმ-ს სასარგებლოდ დასრულდა და ამის გამო არ გამოქვეყნებულა.

>>>

პოროშენკო: სააკაშვილი ჩვენი გუნდის საიმედო წევრია

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დადებითად შეაფასა ოდესის გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის მუშაობა და განაცხადა, რომ სააკაშვილი გუნდის საიმედო წევრია. ამის შესახებ მან განაცხადა ოდესის გუბერნატორთან სამუშაო შეხვედრაზე - იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !