პოლიტიკა

ანა დოლიძე: "გადაწყვეტილება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა მიიღეს"

სტრასბურგში მოსამართლედ ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კონკურსის ფინალისტი ანა დოლიძე, რომელმაც კომისიის მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, ამჟამად კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობს. მისი თქმით, საზოგადოება ელოდება პასუხს, რა კრიტერიუმებით შეირჩა ევა გოცირიძე ამ პოზიციაზე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ. 

>>>

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი წავიდნენ - "ქართული ოცნება" მათ შემცვლელებს ეძებს

ორი რესპუბლიკელი მინისტრი - თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ორივე მინისტრის თანამდებობა 1 აგვისტოდან ვაკანტური ხდება. თინა ხიდაშელი დღეს კრწანისის სასწავლო ცენტრში აპირებდა განცხადების გაკეთებას, მაგრამ გადაიფიქრა. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო უკვე შეიკრიბა ორი მინისტრის შემცვლელზე მსჯელობის მიზნით.

>>>

სააკაშვილი "ოცნების" ახალ სიაზე: "დავრწმუნდი, რომ ეს ჯგუფი შარშანდელი თოვლივით გაქრება"

“ოცნების” ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას” - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ახალი სახეების წარდგენას. 

>>>

კახა კალაძე, ოთარ დანელია და დავით სერგეენკო მაჟორიტარებად იყრიან კენჭს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 13 ივლისს პარტიის ახალ სახეებს საგურამოში წარადგენს, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომელი მინისტრები იბრძოლებენ მაჟორიტარობისთვის. 

>>>

ირინა ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე... - "ქართული ოცნების" ახალი სახეები

საგურამოში "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენამდე "2030ნიუსი" იმ ახალ სახეთაგან რამდენიმეს ასახელებს, რომლებსაც დღეს პრემიერმინისტრი საზგადოებას გააცნობს, როგორც პარტიის რჩეულებს. 

>>>

თინა ხიდაშელისთვის გიგლა აგულაშვილის არჩევანი მიუღებელია, მაგრამ მას პატივს სცემს

 

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშეკლი "ფეისბუქზე" ეხმიანება გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც რესპუბლიკური პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. მინისტრი წერს, რომ მისთვის აგულაშვილის არჩევანი, მართალია, მიუღებელია, მაგრამ პატივს სცემს მას. 

>>>

ჩერნოვეცკი: "ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული! ეს ტყუილია!"

კიევის ყოფილი მერი, ცნობილი მილიარდერი და ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში, "ფეისბუქზე" წერს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი ვაჟი ესპანეთში პოლიციამ ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა, არასწორია. ჩერნოვეცკი წერს, რომ დარწმუნებულია შვილის უდანაშაულობაში და იმაში, რომ ესპანეთის პოლიცია მის ვაჟს ბოდიშს მოუხდის. 

>>>

გიორგი ლომია "ციხის კადრებზე": ეს კარგად დადგმული და დაგეგმილი პროცესი იყო

2013 წლის 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ციხის ცნობილი კადრები ვლადიმერ ბედუკაძემ გიორგი ლომიას 2011 წლის სექტემბერში გადასცა. 

>>>

„ქართული ოცნების“ შიდა კვლევის თანახმად, ნაცმოძრაობა მთავრობას დააკომპლექტებს

1000 გამოკითხული რესპონდენტიდან 307, ანუ 30,7% მიიჩნევს, რომ „ბაქრაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და მთავრობას დააკომპლექტებს.

>>>

დუგინი: რუსებმა ისტორიული პაქტი ქართველ ერთან უნდა დავდოთ

რუსი პოლიტოლოგი, იმპერიალისტური შეხედულებებით ცნობილი ალექსანდრე დუგინი საქართველოში ჯონ ქერის ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთის მოკავშირეები არ არიან ქართველ პოლიტიკოსებში, მაგრამ მაინც არსებობენ. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !