"ქართული ოცნების" შიდა კვლევაში 13 პარტიის მონაწილეობით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა

Image

საინფორმაციო სააგენტო GHN ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით ასაჯაროვებს "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებს, რომელიც ენმ-ს სასარგებლოდ დასრულდა და ამის გამო არ გამოქვეყნებულა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, შიდა კვლევა თბილისში, 1 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის ფორმატით ჩატარდა. გამოკითხვაში შეყვანილი იყვნენ შემდეგი პარტიები და პოლიტიკური ორგანიზაციები: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი-მრეწველები, ბურჯანაძე-ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, "გირჩი", ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის.

 

 

სულ გამოკითხვის ანკეტაში შეტანილი იყო 13 სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაგან მხოლოდ 4 საკითხის გადაწყვეტას ანდობენ „ოცნებას“ რესპოდენტები. 9 სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას რესპოდენტების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობას ანდობს.

 

რესპოდენტებისთვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული -  „რომელი პოლიტიკური პარტია მიგაჩნიათ კომპეტენტურად შემდეგ საკითხში“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა (გავაზობთ პირველ ოთხ პოზიციას):

 

კონსტიტუცია და სახელმწიფო მოწყობა: ქართული ოცნება - 12%; ნაციონალური მოძრაობა - 9%; რესპუბლიკური პარტია - 8%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

 

იუსტიცია და მართლმსაჯულება: ნაციონალური მოძრაობა - 18%; ქართული ოცნება - 10%; რესპუბლიკური პარტია - 7%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

 

საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიცია:  ნაციონალური მოძრაობა - 22%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 7% ქართული ოცნება 5%; რესპუბლიკური პარტია - 4%;

 

თავდაცვა და უსაფრთხოება: ნაციონალური მოძრაობა -25%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 10% რესპუბლიკური პარტია - 9%; ქართული ოცნება 7%;

 

საგარეო პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა -32%; ქართული ოცნება 15%; პატრიოტთა ალიანსი - მრეწველები -13%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი -12-12%;  

 

ფინანსური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 11%, ქართული ოცნება -3%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -1%; გირჩი-1%;

 

ეკონომიკური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 22%; ქართული ოცნება -7%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -6%; გირჩი-4%;

 

სოციალური პოლიტიკა: ქართული ოცნება -24%; ნაციონალური მოძრაობა - 23%; ლეობორისტული პარტია - 11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 5%;

 

დასაქმება - ნაციონალური მოძრაობა -11%; ქართული ოცნება - 6%; ლეობორისტული პარტია და გირჩი - 2-2%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის 1-1%;

 

სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა - ქართული ოცნება -25%; ნაციონალური მოძრაობა - 15%; რესპუბლიკური პარტია -6%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია 2-2%;

 

მეცნიერება და განათლება-  ნაციონალური მოძრაობა -14%; ქართული ოცნება - 13%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -5%, რესპუბლიკური პარტია - 4%;

 

კულტურა და ძეგლთა დაცვა -  ნაციონალური მოძრაობა -17%; ქართული ოცნება - 11%; ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის -4%; რესპუბლიკური პარტია - 3%;

 

შერიგებისა და კონფლიქტების რეგულირება - ქართული ოცნება - 17%; ნაციონალური მოძრაობა -13%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 8%;

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?