
"ნუ ნერვიულობთ, ჩემებო, ყველაფერი კარგადაა, წარმოიდგინეთ, ამ ამებას რომ მოსწონდეს, რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო?", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერვიუს იმ ფრაგმენტს, სადაც ის ამბობს, რომ თავისი ყურით გაიგონა, როგორ უთხრა თინა ხიდაშელმა აფხაზებს, აფხაზეთის დაბრუნება არ მაინტერესებსო.
ლევან ვასაძეს ინტერვიუ "პალიტრანიუსმა" ჩამოართვა:
"ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ამ "ფრონტალურ" გაუგებრობას კითხეთ მე რომ სამშობლოს ღალატს ჩავდიოდი ეს იმ ოთახში რას აკეთებდა იმ დროს? რა როლში იყო? და მერე მე რომ ეს ვთქვი მან რაო? ამოიგმინა მაინც?
და აი მეორემხარეს რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა? :))))
და პასუხი გაეციო და რა ვუპასუხო, რა? ან როგორ ვუპასუხო? ჩემო ორთავთვალით მაქვს ნანახი ან ორთავყურით გაგონილი თქო? :)))
ნუ ნერვიულობთ ჩემებო, ეს ფრონტალური პერიოდული შეოტევა-კბენებ-ღრიალი მხოლოდ მაფხიზლებს და მარწმუნებს რომ ყველაფერი წესრიგშია.
აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ამ ამებას მოწონდეს ის რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო ...", - წერს თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე".