ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ზუგდიდში ჟურნალისტებთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, შეხვედრის შემდეგ კი ის ასევე, ხმაურის ფონზე გააცილეს ქალაქიდან. შეძახილებს შორის ფრაზა „წადი“ ყველაზე ხმამაღლა ისმოდა.
"რა პრინციპით შეარჩიეთ კადრები, მაგალითად, მარგველაშვილი, ღარიბაშვილი, ჭიკაიძე, რომელსაც თალიბანი ადამიანი ეგონა, ასევე ის პირები მაჟორიტარობის კანდიდატებად, ვინც მანამდე აფინანსებდნენ "ნაციონალურ მოძრაობას", მაგალითად, ოქრიაშვილი", - ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს.
მცხეთაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ცეზარ ჩოჩელის გარემოცვა ავრცელებს ხმებს, თითქოს ჩოჩელს „ქართული ოცნების“ მხრიდან ირიბი მხარდაჭერა აქვს.
მცხეთაში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო შეხვედრები მოსაზხლეობასთან ამომრჩეველთა განხილვის საგანი გახდა. ისინი, ვინც შეხვედრებზე მისვლა ვერ მოახერხეს, დიმიტრი ხუნდაძის ცნობილ გზავნილს: "800-დე სამუშაო ადგილი მცხეთაში უკვე შექმნილია" და სხვა ფაქტებს მისი ანგარიშიდან სიცრუეს უწოდებენ და დიმიტრი ხუნდაძეს ალტერნატიული სტატისტიკითა და ფაქტებით უპირისპირდებიან.
გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას ხმას მოსახლეობის 25.8% მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 25.5%, უარს პასუხზე 7.7% აცხადებს.
"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აქვეყნებს რამდენიმე დღის წინ დაანონსებულ ჩანაწერს, სადაც, მისი თქმით, ცნობილი "გამაუპატიურებლის" აღიარებითი ინტერვიუა ჩაწერილი, თუმცა, მის ჩანაწერს შიფრავს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელი ანი ნადარეიშვილი, რომელმაც ინაშვილის მიერ სკანდალის დაანონსებისთანავე განაცხადა, რომ ხელისუფლება მორიგ სპექტაკლს გეგმავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ სიღნაღის საარჩევნო ოლქის კომისიის იმ წევრთა ვინაობა, რომლებიც დღეს უნდა აირჩიონ, მათთვის წინასწარ უკვე ცნობილია. ენმ მათ გავარებსაც ასახელებს.
პაატა ბურჭულაძის პარტიისა და "ახალ არჩევანს" შორის შესაძლო გაერთიანებას საარჩევნო ბლოკი "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანისა" და ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აფასებს და ამბობს, რომ ეს არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული ხედვების გარშემო გაერთიანებაა.
მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის დადგენილებით, იმ პირებს შორის, ვინც სოციალური დახმარება უნდა მიიღონ, მცხეთის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებიც არიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მიმდინარე აქციის დროს "ჩვენი სამშობლოს" ლიდერის გია კორკოტაშვილის დამალვის შესახებ "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება და წერს, რომ ივანიშვილის მთავრობა ცდილობს, მისი მსგავსი ხელმოცარული ზონდერებით დაჩრდილოს აშკარა უპირატესობა აჭარაში.