ნაციონლური მოძრობის მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წარუდგინეს. გამოძიება 125-ე ცემა-ძალადობის მუხლით დაიწყო.
"ქართული ოცნების" ახალ სახედ მიჩნეული ზაზა ხუციშვილი თბილისში 40 ახალი საპირფარეშოს მოწყობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს პრობლემას შეუმსუბუქებს ტურისტებს. ამის შესახებ მან ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა.
რესპუბლიკური პარტიის ერერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა შეასრულა ტელეწამყვან ნინო ჟიჟილაშვილის თხოვნა და ტვ "პირველის" პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილს დაურეკა. მან შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ივანიშვილის ნომერი ტელეფონში შეტანილი აქვს სახელით "მოქალაქე".
ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც 2012 წელს მშობლიურ, ჩხოროწყუს რაიონში იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ამბობდა, რომ თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი პატრულის ჩამოყალიბებაში, ეს არა მერაბიშვილი, არამედ თვითონაა.
უკვე მეორე თვეა, საწარმოს თანამშრომლები იძულებით ტარიფულ შვებულებაში იმყოფებიან, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება და ქარხნის ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს.
ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ბასიალაია.
პარლამენტში, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატი რომეო ფარულავა დეკაბრისტების კუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სიღნაღი - დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ლევან ბეჟაშვილთან ერთად წნორის მოსახლეობას შეხვდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით ბაქრაძე და სანდრა რულოვსი დღეს ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგიობრივებს პარტიის ეკონომიკური პროგარამა და სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელების შემთხვევაში რეგიონში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა გახდება შესაძლებელი.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე პარტიიდან დიმიტრი ხუნდაძე, რომლებიც დღეს სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდნენ, უარყოფენ, რომ ოთხი წლის წინ, ამავე სოფელში შეხვედრის დროს ადგილობრივებს კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.