-
2016-06-05 21:40
ოდესა-რენის მშენებარე გზატკეცილთან მიხეილ სააკაშვილის კაბინეტი კარავში განთავსდება, საიდანაც ოდესის გუბერნატორი მიმდინარე მშენებლობის რიტმს გააკონტროლებს - ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილი, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„იმის მიუხედავად, რომ სამუშაოების ფრონტი გაფართოვდა, მე არც მისი ინტენსივობა და არც დაფინანსების მოცულობა არ მაკმაყოფილებს. სამშაბათს ვხვდები პრემიერმინისტრს ამ საკითხების განსახილველად.
მე გროისმანის დიდი იმედი მაქვს და ასევე, ვენდობი პრეზიდენტის მოცემულ სიტყვას, მაგრამ მაგრამ მომდევნო კვირას ჩემს კაბინეტს კარავში, ოდესა-რენის მაგისტრალზე გადავიტან. ყველა სამუშაო შეხვედრას და მიღებას ამ კარავში გავმართავ და არ დავტოვებ მას მანამ, სანამ სამუშაოები 100% არ დაფინანსდება. საკმარისია ხალხის დაცინვა...“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.


