-
2016-06-27 10:32
საქართველოს პირველი ლედი 2004-2013 წლებში სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი უკრაინიდან საქართველოჭში ჩამოსვლას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას აპირებს. სანდრა რულოვსი არც სიაში იქნება და არც მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას რომელიმე უბანში, თუმცა, ენმ-ს სასარგებლოდ იმუშავებს.
ინფორმაციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ სანდრა რულოვსი პარტიის შტაბის საქმიანობაში იქნება ჩართული: ის ივლის რეგიონებში, შეხვდება მოსახლეობას, გაეცნობა მათ პრობლემებს.
შეგახსენებთ, ენმ-ს პარტიული სიის საბოლოო ფორმირებამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ სანდრა რულოვსი სიის პირველი ნომერი იქნებოდა, მერე კი ამბობდნენ და წერდნენ, რომ ის სამეგრელოში აპირებდა კენჭისყრას მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა, ეს ხმები თავად სანდრა რულოვსმა უარყო. მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ მაშინ განაცხადა, რომ პოლიტიკაში ამ ფორმით მოსვლა მისი დაინტერესების საგანი არ არის.