-
2016-06-24 23:55
ე.წ. მატროსოვის ციხესთან საგანგებო ბრიფინგია დაგეგმილი. ბრიფინგი 25 ივნისს, 11 საათზე გაიმართება. ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" არასამთავრობო ორგანიზაციების "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელისა" (INCD) და "ახალი ხედვა საქართველოს" (NVG) წარმომადგენლებმა უთხრეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, საგანგებო ბრიფინგი ყოფილ პრემიერმინისტრთან ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.
"ბრიფინგზე საუბარი იქნება სწორედ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებულ რეალობასა და ინტერპრეტირებულ სიმართლეზე", - უთხრა "აფხაზეთის ხმას" შმაგი ჩოხელმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38