
რუსი კომუნისტი ვლადიმირ სიმაგინი საქართველოში, ერთერთი არხის ეთერში, ადრე პარტია „ნეიტრალური საქართველოს“, ახლა კი "სოციალისტური საქართველოს" ლიდერთან ერთად აღმოჩნდა: თბილისში, მისი უშუალო მასპინძელი ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელიაა.
რუსეთის დუმის დეპუტატი ქართველ მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას საბჭოთა კავშირის მიმართ სენტიმენტების გაძლიერებით, რუსეთისა და ევრაზიული კავშირის ერთადერთ მხსნელად , ხოლო დასავლეთის მტრად წარმოჩენით ცდილობს.
ის არაფრით განსხვავდება თანამემამულეებისგან, რომელთაც საქართველო უყვართ, მაგრამ თავისებურად. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს სიყვარული გემოს რეცეპტორებზე გადის. ნახეთ ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო გამოშვება "ნიუსვოისში" 23 ივნისს გასული სიუჟეტი "სიყვარული რუსულად", რომელიც დედიკა კალატოზმა მოამზადა.