სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე სპოტრსმენებისა და ჟურნალისტების საცხოვრებელ ადგილებში კურიოზების აღმოჩენა არ წყდება.
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ვახტანგ მაიასაია აღიარებს, რომ მისი სახლიდან ნამდვილად ამოიღეს წითელი ფერის მოწმობა წარწერით КГБ.
იმის გამო, რომ მოქალაქეთა უკმაყოფილება იზრდება და ეს, ძირითადად, სოციალურ სფეროს უკავშირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპროტესტო აქციების გამართვას ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს.
26 მაისის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილიც დაესწრება და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მოწმედაა მიწვეული, შეკითხვებსაც დაუსვამს.
„თავისუფალი ზონისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნინო ბურჯანაძე პროცესზე ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
ფრანგმა ბეატლონისტმა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, მსოფლიო თასის ორგზის მფლობელმა, 2010 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა მარტენ ფურკადმა სოჭის ყბადაღებული ტუალეტი გააშარჟა.
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს საერთაშორისო ვიზიტების წინ მომზადება სჭირდება და ამ საქმეში დახმარებას სთავაზობს.
16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი უყურადღებოდ დატოვება გახდა, რის შემდეგაც გოგონას ფეხი აუსხლტა, ფერდობიდან გადავარდა, ამოსვლა ვეღარ შესძლო და გაიყინა.
ბათუმი–თბილისის ჩქარი მატარებელი დედაქალაქში 2 თებერვლის ღამითაც დაგვიანებით ჩამოვიდა. ამჯერად, შემადგენლობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამტრედიასთან იყო გაჩერებული.
თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის აღკვეთისთვის ხელისუფლებას მადლობას უხდიდა და თავად აქცია „სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულს“ უწოდებდა.