
საქართველოს პრემიერმინისტრი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ისაუბრებს. ღარიაბაშვილი შეეხება ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორიცაა ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას პროცესები:
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობა გამაჩნია. რაც შეეხება ევროპას, ისინი მზად არიან ყველა რეკორდი მოხსნან და ჩვენთან ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტოს თვეში ხელი მოაწეროს.
სამუშაო ვიზიტით ყოფნის დროს, არცერთი შეხვედრისას არ დაფიქსირებულა რამე სახის კრიტიკა. სახელმწიფო ვერ იცხოვრებს და ვერ იხელმძღვანელებს ამა თუ იმ პატიმრის გამოხტომებზე.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, არსებობს ინფორმაცია, თუ როგორ ავალებდა ვანო მერაბიშვილი სხვადასხვა ადამიანის ლიკვიდაციას. მე ჯერკიდევ ვაკვირდები მინისტრებს და მათ მუშაობს.
რაც შეეხება ნარმანიას, ის იზრუნებს თბილისის მოსახლეობაზე და არ მოპარავს ხალხს 50 მილიონ ლარს.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, რაიმე კითხვა დაგვისვან.
მე მოვედი სუფთა ხელებით და მსურს ასევე სუფთა ხელებით წავიდე“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.