
გეგუთის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ პატიმართა ოჯახის წევრები. სასწრაფო დახმარების მანქანის გამოჩენისას ინციდენტიც მოხდა.
ინციდენტი სასწრაფო დახმარების მანქანის გამოჩენამ გამოიწვია: პატიმართა ახლობლებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ციხეში სიტუაცია გართულდა, შესასვლელის გადაკეტვა სცადეს.
პატიმართა ახლობლები აცხადებდნენ, რომ დაახლოებით 450 პატიმარია დაზიანებული, ხოლო გეგუთიდან უჩუმრად გაჰყავთ დაშავებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგუთის კოლონიიდან შიმშილისგან დასუსტებული სამი პატიმარი გადაიყვანეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით გეგუთის კოლონიაში საკადრო ცვლილება მხოლოდ გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული.
უწყების ცნობით, სხვა შემთხვევაში დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეიცვლებიან. მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ამჟამად გეგუთის ციხე მთლიანად კონტროლდება.
საპარლამენტო უმრავლესობა აქცენტს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებაზე აკეთებს. „მთელი ღამის განმავლობაში ხდება პაციენტთა გეგმიური გადაყვანა, ეს არის დაახლოებით 18 რეფერალი დღე-ღამის განმავლობაში, მათ შორის 5 პაციენტის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოებში გეგუთიდან ისედაც არის დაგეგმილი ამ კვირაში, შიმშილობის გაგარძელების შემთხვევაში, დაწესებულებასთან მიმართებაში გადაწყვეტიელაბის შეცვლას არ აპირებს, თუ ამ გადაწყვეტიელბაზე რაიმე მოახდენს გავლენას, ეს არის გამოძიების შედეგები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აკეთებს:
„კრიტიკული მდგომარეობა არცერთი პატიმრის შემთხვევაში არ არის, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა მათი გამოჯანმრთელება შეძლონ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადგილი აქვს თვითდაზიანებებს“, - აღნიშნა სერგეენკომ.