
ამ დროისთვის ცნობილი მოდელის ირინა შეიკის მიერ „ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს 2.000–ზე მეტი მხოლოდ ერთი შინაარსის კომენტარი აქვს: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
ფოტოზე, სადაც ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიალში რუსეთის ნაკრების წინ მიმავალი ირინა შეიკია გამოსახული, ქართველი მომხმარებლები მხოლოდ ერთ ფრაზას, სამ ენაზე წერენ:
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!;
Abkhazia and Samachablo are Georgia !;
абхазия и Самачабло это ГРУЗИЯ !;
იგივე კამპანია მიმდინარეობს ასევე "სოჭი–2014"–ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
ბმული „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ირინა შეიკის ფოტოზე