
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო პანაშვიდი 9 ივნისს, 19:00 სათზე სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
შვიდი ქართველი გმირის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. ტერაქტის დროს დაიჭრა 9 სამხედრო მოსამსახურე.