
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე დილის საათებში მამაკაცი დაჭრეს. შსს აცხადებს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია.
წინასწარი ინფორმაციით, ორ მამაკაცს შორის დაწყებული დაპირისპირება ჯერ ჩხუბში გადაიზარდა, შემდეგ კი მათგან ერთმა, სავარაუდოდ, დანით დაჭრა მეორე, რის შემდეგაც მიიმალა.
შსს აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე 118–ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.