„იმედის“ ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა

Image

„იმედის“ ჟურნალისტმა გურამ როგავამ ბიძინა ივანიშვილს შეუსრულებელი დაპირებების ჩამონათვალის სახით, „კვირის ქრონიკაში“ 2012 წლის ივნისში დაბეჭდილი მისივე ციტატა წაუკითხა.

 

„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა მოვსპობთ მონოპოლიებს, ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ. დაინახავთ, როგორ შემცირდება გაზის ფასი, სადაც, როგორც მე ვიცი, ესენი წილში ზიან...“.

 

ამასთან, ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული დაპირებაც შეახსენა იმასთან დაკავშირებით, რაც მან ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განაცხადა:

 

„თქვენ განაცხადეთ, რომ 2013 წელს დაიწყებოდა და ერთ წელიწადში დასრულდებოდა ზუგდიდში სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რაც არ შესრულებულა“, – თქვა გურამ როგავამ.

 

საპასუხოდ ყოფილმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ზუგდიდთან დაკავშირებით ჟურნალისტს არასწორი ინფორმაცია აქვს:

 

„ჩემს დროს დაწყებული იყო პროექტის შემუშავება და ეს პროცესი, როგორც ვიცი, გრძელდება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. სხვაგვარად კი, ასე მალე სამედიცინო ცენტრები არ შენდება. ერთ წელიწადში ნაციონალები აშენებდნენ და როგორ აშენებდნენ, კარგად ვიცით – აგერ, მათი აშენებული იუსტიციის სახლი პირველივე ქარზე დაზიანდა“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !