თვითგამოცხადებული და რუსეთის მიერ აღიარებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი უშუალოდ ვლ. პუტინის მიწვევით აღმოჩნდა იმ „სახელმწიფოს მეთაურებს“ შორის, რომლებიც სოჭის ოლიმპიადის გახსნას“ დაესწრებიან.
გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ ელექტროსამაჯურის ტარების პირობით გაათავისუფლა, Radio Free Europe–სა და მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელი ევროპაში, ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სიცრუეს უწოდებს.
თბილისში შსს–მ დააკავა 22 წლის თენგიზ გ., რომელმაც აღიარა, რომ 24 იანვარს ნუცუბიძის პლატოს მე–3 მიკრორაიონში, ჯგუფური ჩხუბის დროს სამი ახალგაზრდა დაჭრა, რომელთაგან ერთი – 16 წლის მიშო ტყემალაძე გარდაიცვალა.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში განსახილველად შევიდა კანონის პროექტი, რომლის პირველი რედაქცია 2009 წელს მიიღეს და რაც სასჯელს ითვალისწინებს ისტორიული მოვლენების უგულებელყოფისა და ინტერპრეტაციისთვის.
"საქართველოს რკინიგზა" ბათუმი-თბილისის მარშრუტზე შექმნილი პრობლემისა და დაგვიანების გამო მგზავრებს ბოდიშს უხდის და მიზეზად „2012 წელს შეძენილ“ ჩინურ ელექტრომატარებლებს ასახელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპეციალურად ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის (2014 წლის 7-23 თებერვალი) ქ. სოჭში მივლენილია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ვიცე-კონსული.
მუხიანის დასახლებაში სამაშველო სამსახურმა დაკარგული ცხენი იპოვა, რომელიც კედლებს შორის იყო ჩავარდნილი.
26 მაისის ეპიზოდზე პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარს საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა აკეთებენ.
საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი, ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ იგი 2016 წლამდე პარტიული ფორმის სახელმწიფო აქტივობას არ აპირებს. „ფორ.ჯი“-სთან საუბრისას პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას სურს საქართველო რომელიმე დიდ რეგიონალურ გაერთიანებაში იხილოს.
ექს ან პროვანსის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.