
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მინისტრის განცხადებით ორივე ქვეყნის ლიდერებისგან გამოხატული მზაობა შეხვედრასთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითად შეიძლება რომ შეფასდეს:
„საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან არის მზაობა, რომ გამოეხმაუროს რუსულ ინიციატივას პირდაპირი დიალოგის შესახებ, ეს ჯდება იმ ლოგიკაში, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა მისდევს, ეს გახლავთ რუსეთთან ომის რიტორიკის შეწყვეტა, მასთან აგრესიული საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების დიდი პრობლემა, რომელსაც ჩვენი ეროვნული სხეულის დანაწილება ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია და ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას.
რა თქმა უნდა სწრაფად ეს პრობლემები ვერ მოგვარდება, მაგრამ რადგან ორივე მხრიდან არსებობს იმის მზაობა, რომ კონკრეტულ პრობლემებზე იყოს საუბარი, ეს რა თქმა უნდა არ არის ცუდი, მთავარია, რომ ეს შეხვედრა კარგად მომზადდეს, ეს ალბათ დღეს ან ხვალ ვერ მოხდება, ქართული მხარე უნდა იყოს მომზადებული, რომ შესაძლოა ეს იყოს გრძელვადიანი პროცესი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ შეიძლება გავმთლიანდეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.