ნაკლებად ცნობილი ქართული და უცხოური ენამახვილობანი

Image

1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის აღების შემდეგ თბილისის „დინამო“ სამშობლოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა –

 

ცკ–ს დავალებით, სხვადასხვა ქალაქში დადიოდა, ხვდებოდა მშრომელებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სპორტული ორგანიზაციების წევრებს, იმართებოდა დიალოგები...

 

ერთ დღესაც ნოდარ ახალკაცს დაურეკეს და უთხრეს, რომ „დინამო“ ქართველ მწერლებთან შესახვედრად მიეყვანა. ახალკაცი თავისი მკაცრი რეჟიმით იყო ცნობილი. წინ საპასუხისმგებლო მატჩი ელოდა, არადა, „ზემოდან“ დავალებაზე უარის თქმაც არ გამოდიოდა. ამიტომ, ახლკაცმა გამოსავალი მოძებნა და ქართველ მწერლებთან შესახვედრად „დინამოს“ დუბლები წაიყვანა.

 

როცა მაჩაბლის ქუჩაზე მივიდნენ, ახალკაცსა და ფეხბურთელებს მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე გამოეგება. ნოდარ ახალკაცმა მოუბოდიშა – წინ რთული მატჩი მელის და უნდა მაპატიო, დუბლები მოვიყვანეო, რაზეც ნოდარ დუმბაძემ მისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა: „არა უშავს, ჩემო ნოდარ, აქაც დუბლები ვართ, ძირითადი შემადგენლობა, კარგა ხანია, მთაწმინდაზეა...“

 

ცნობილია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ხშირად ამასხარავებდა ირაკლი აბაშიძეს, თუმცა, ისინი მაინც მეგობრებად რჩებოდნენ. ერთხელ, როცა გალაკტიონი ქუჩაში ფეხით მიდიოდა, ირაკლი აბაშიძის სამსახურებრივი „ვოლგა“ წამოეწია. მანქანაში ირაკლი აბაშიძე უკანა სავარძელზე იჯდა, კარიდან თავი გამოჰყო და გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა. გალაკტიონი მძღოლის გვერდით დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და მას საუბარი გაუბა, ისე რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც გაუხედავს: „რა გქვია შენ, ძამიკო?“. „თენგიზი მქვია, ბატონო გალაკტიონ!“. „კაი სახელია, ძამიკო, ძალიან კაი! ლექსებს თუ წერ, თენგიზ, ძამიკო?“. „არა, ბატონო გალაკტიონ, რა ვიცი მე ლექსების წერა...“. „მერე რა, რომ არ იცი, ძამიკო! არც შენმა „ხაზეინმა“ იცის, მარა კი წერს...“

 

მწერალთა კავშირში ერთ–ერთ, კომუნისტური წყობის მეხოტბე ქართველ პოეტზე მოხსენებას კითხულობენ. დარბაზში ქართული მწერლობის მთელი ელიტა ზის. ამ დროს ორატორი მისი მოხსენების ადრესატი მეხოტბე პოეტის მისამართით ამბობს: „...ის რევოლუციის ცეცხლოვან რაშზეა ამხედრებული!“. ბუნებრივია, ენაკვიმატმა მწერლებმა ასეთი ფრაზის გაქილიკების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და დარბაზიდან ვიღაცამ წამოიძახა: „ვაჰ! მერედა, ტ..კი არ ეწვის?“. მეორე აჰყვა: „ეწვის, მაგრამ ტ..კს რევოლუციას სწირავს!..“. მესამემ კი იკითხა: „კი, მაგრამ, რაღა ტ..კს სწირავს, თავი შესწიროს!..“. ამ დროს წინარიგში მჯდომმა გალაკტიონმა წვერზე ხელი ჩამოისვა და ყველა გაისუსა – მიხვდნენ, რომ რაღაც გამანადგურებლად ენაკვიმატი ფრაზის თქმას აპირებდა და გალაკტიონმაც არ დააყოვნა: „მაგას, ირაკლი აბაშიძის არ იყოს, თავი და ტ..კი გაერთიანებული აქვს...“

 

ახლა კი, თვალი გადავავლოთ, როგორ „კენწლავდნენ“ ერთმანეთს, როგორ ხუმრობდნენ და ერთობოდნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები და სულაც, რიგითი, არაფრით გამორჩეული მოქალაქეები:

 

ერთხელ აინშტაინმა ჩარლი ჩაპლინს წერილი მისწერა: „აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნიჭით, რადგან თქვენი ფილმები გასაგებია ყველასთვის, კრეტინისთვისაც კი“. ცოტა ხნის შემდეგ აინშტაინმა მსოფლიოს უდიდესი კომიკოსის პასუხი მიიღო: „მე კი თქვენით უფრო ვარ აღფრთოვანებული, რადგან თქვენი ფარდობითობის თეორია ვერავინ გაიგო...“

 

როდესაც ცნობილი ფრანგი მეკობრე, სიურკუფი დაიჭირეს და ჰკითხეს, სად ინახავდა განძს, მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა: „ხომალდი“. ხომალდს ორი დღის განმავლობაში ჩხრეკდნენ, თუმცა ვერაფერი იპოვეს. არადა, მეკობრე მართალს ამბობდა: ხომალდის ღუზა ოქროსგან იყო დამზადებული.

 

საფრანგეთში, ყვავილების მაღაზიის ერთ–ერთმა მეპატრონემ მოიფიქრა რეკლამის ტექსტი, რომელმაც უამრავი კლიენტი მიიზიდა. მაღაზიის აბრაზე ეწერა: „ჩვენთან ყვავილები ისე იაფია, რომ მისი ყიდვა ქმრებსაც კი შეუძლიათ...“

 

საჰარის უდაბნოში, ერთ–ერთი ბენზინგასამართი სადგურის უფროსმა, რომელიც განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა, სადგურის აბრაზე ასეთი წარწერა გააკეთებინა: „ჩაასხით საწვავი მხოლოდ ჩვენთან! ყველა სხვა ბენზინგასამართი სადგური ამ უდაბნოში – მირაჟია!“.

 

ბრაზილიელები ასე ხუმრობენ: „ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, მეშვიდე დღეს კი მან შექმნა რიო–დე–ჟანეირო“.

 

ბრაზილიის ბევრ სადალაქოში გამოკრულია გამაფრთხილებელი წარწერა, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაცია კლიენტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნის, თუ ისინი დალაქთან საუბარს გააბამენ ნებისმიერ თემაზე ამ სამიდან: ფეხბურთი, პოლიტიკა, ქალები.

 

ერთხელ მარკ ტვენმა წერილი მიიღო, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა – „ღორი!“ ეწერა. მწერალმა ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა: „როგორც წესი, ჩემთან მოდის წერილები ხელმოწერის გარეშე, დღეს კი, ჩემდა გასაკვირად, მოვიდა წერილი, რომელზეც მხოლოდ ხელმოწერა იყო გაკეთებული“.

 

ტელეარხმა „დისქავერიმ“ ერთხელ გადასცა ვიდეომასალა, სადაც ნიუ–იორკის ერთ–ერთ ცენტრალურ პარკში მჯდომი, მოწყალების მთხოვნელი მამაკაცი იყო გადაღებული. იგი საშინელი ხმით მღეროდა, გულზე კი აბრა ეკიდა, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „მაჩუქეთ 25 ცენტი და გავჩუმდები!..“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !