-
2014-02-12 09:08
საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი პირების შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან გამორიცხული არ არის და ეს საკითხი, შესაძლოა, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გახდეს განხილვადი.
მაია ფანჯიკიძის თქმით, დღეს რუსეთთან ურთიერთობის ორი ფორმატი არსებობს: აბაშიძე–კარასინის შეხვედრა და ჟენევის მოლაპარაკება. შესაძლოა, შეხვედრასთან დაკავშირებული დეტალები თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზე კარასინთან ან მარტის დასაწყისში, ჟენევის ფორმატში განიხილონ.
„ჩვენს ინტერესებში არ შედის ამ შეხვედრის გამორიცხვა“, – აცხადებს ფანჯიკიძე.