-
2014-02-12 12:23
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება. ოთარაშვილი ამის შესახებ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში საუბრობს:
"ბიძინა ივანიშვილისგან ეს სიტყვები პირველად არ მომისმენია. არ ვაპირებდი ამის გამხელას არც ერთი გაზეთისა და ტელევიზიისთვის, რადგან ეს ამბავი ჩვენი უდიდესი კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის, ორმოცზე მოხდა, მაგრამ ახლა თავს ვეღარ ვიკავებ და თქვენი გაზეთის ფურცლებზე ვამბობ პირველად, რომ ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ჭაბუას ორმოცზე განაცხადა. როდესაც ლაშა თაბუკაშვილმა პატრიარქი ადღეგრძელა და მზეგრძელობა უსურვა ქართულ ეკლესიას, სწორედ მაშინ თქვა ივანიშვილმა ის, რაც შემდეგ პრესკონფენციაზეც გაიმეორა.
მან თქვა, რომ პატრიარქიც კაცია, უამრავი ნაკლი აქვს, რომ პატრიარქს ნუ ვაფეტიშებთ და ა. შ. როდესაც ეს ამბავი ოჯახში მოვყევი, არ დამიჯერეს“, - აღნიშნავს პოეტი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43