-
2014-12-16 12:14
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე საყდრისის თემასთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
„ბ-ნო ბიძინა,
ნუ მოუსმენთ შურიან და ბოროტ ადამიანებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილი საქმეს მოხმარდება ყველა თქვენი განზრახვა.
აბა, ჭკვიანი რომ არ იყოთ, ამდენი ფული ხომ არ გექნებოდათ?!
ჰოდა, ღმერთმა შეგარგოთ საყდრისი თქვენ და თქვენ ლამაზ დეიდაშვილს - უჩას!
უფრო მეტიც, მტლად დაგედოთ ვარძია, ოშკი,ზარზმა და ხანთაც!
გამოუცნობია გზანი უფლისანი, ჯერ ვერ ვხვდებით რატომ გადაუარეთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, მაგრამ ვიცით და გვწამს, რომ ეს ჩვენს კეთილდღეობას მოხმარდება!
გფარავდეთ ღმერთი, ყველა კეთილ საქმეში,
მადლიერი ქართველი ხალხი", - წერს ხერხეულიძე.