-
2014-02-12 09:09
გუშინ, ღამის საათებში შიმშილობა შეწყვიტეს პატიმრებმა სასჯელაღსრულების გეგუთის მე–14 დაწესებულებაში. ამ დროისთვის საპროტესტო აქცია აღარ მიმდინარეობს, თუმცა, პატიმრები სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და ადმინისტრაციის შეცვლას მაინც ითხოვენ.
გეგუთის ციხის შესასვლელთან გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ისევ რჩებოდნენ პატიმართა ახლობლები, თუმცა, სამართალდამცველებთან ინციდენტი არ მომხდარა.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე პაატა ბელთაძე აცხადებს, რომ ვითარებას გეგუთის ციხეში სრულად აკონტროლებს სამინსიტრო:
„იმის გამო, რომ პატიმრები უნდობლობას უცხადებენ ადმინისტრაციას, ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, იქ იმყოფება მინისტრის ორი მოადგილე, თბილისიდან გაგზავნილია დამატებითი ჯგუფი ექიმების, რათა პატიმრებს არ ჰქონდეთ შეფერხება სამედიცინო მომსახურების კუთხით“.