
ვერძი: დღეს შესაძლოა კომპლიმენტებით აგავსონ, გარკვეულწილად ამ ყოველივემ შეიძლება თავი მოგაბეზროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიმჩნიოთ, თქვენი ვიზუალური მონაცემები და შინაგანი სამყარო გარშემომყოფებზე დადებითად მოქმედებს.
კურო: შესაძლოა ჯერ ვერ ითავისებთ იმ სამუშაოს, რისი შესრულებაც უახლოეს მომავალში მოგიწევთ, ახალი მოვალეობები დიდ ენერგიასა და გამჭრიახობას მოითხოვს. ამიტომ, კარგი იქნება რამდენიმე დღით თუ დაისვენებთ და სამომავლო გეგმებსაც შეადგენთ.
ტყუპები: დღეს დამატებით ფინანსებს მიიღებთ. ეს რა თქმა უნდა თქვენს პოზიტიურ განწყობას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად გაფლანგოთ ფული და იფიქრეთ მომავალზე. დღეს მიღებული თანხა სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.
კირჩხიბი: დღეს შესაძლოა ისეთი გრძნობა გაგიჩნდეთ, თითქოს რაღაცას გიმალავენ და ეს ყოველივე არ იქნება საფუძველს მოკლებული. მიუხედავად ამისა, ეცადეთ პოზიტიურ განწყობაზე უარი თქვათ. ზოგჯერ რაიმე საკითხში გაურკვევლობაც კი სასარგებლოა არსებული სიტაციისთვის.
ლომი: დღეს მოგინდებათ მხოლოდ ოჯახის წევრებთან დროის გატარება. რა თქმა უნდა ამ სურვილს შესრულებაც უნდა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ დრო რაციონალურად გადაანაწილოთ და საღამოს, თავისუფალი დრო შეგიძლიათ ახლობლებთან ერთად განვლოთ.
ქალწული: დღეს შეძლებთ თქვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციებში გარკვევას. ეს საშუალებას მოგცემთ გაარჩიოთ ადამიანებიც და დაინოხოთ ვის სურს თქვენთვის კარგი და ვინ არის თქვენი მტერი. შედეგებმა შესაძლოა იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ამ ეტაპზე მსგავს გრძნობებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
სასწორი: აუცილებელია დაფიქრდეთ იმაზე, რომ ბოლო დროს, თქვენი თითოეული დღე ერთმანეთს ჰგავს, დროა რაღაც შეცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესია შემოგიღებთ კარს და მისგან თავის დაღწევაც ძალიან გაგიჭირდებათ.
მორიელი: დღეს მიხვდებით, რომ საშინლად გადაღლილი ხართ და საქმის ბოლომდე მისაყვანად ძალა აღარ გყოფნით. ამიტომ, კარგი იქნებ დაკისრებულ მოვალეობებს სხვას თუ გადააბარბთ და თქვენ რამდენიმე დღით რეალურ სამყაროს მოწყდებით.
მშვილდოსანი: რატომ ჩქარობთ მუდამ? მსგავსი ჩვევა აუცილებლად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად. ეცადეთ საკუთარი თვისებების დახვეწას. წინააღმდეგ შემთვევაში აუცილებლად გაგიჭირდებათ.
თხის რქა: არ ღირს დღეს ყოველივე, რაც თქვენს ირგვლივ ხდება მეტად სერიოზულად მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ ნერვები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია და რაღაც წვრილმანების გამო არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნათს აკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე.
მერწყული: დღეს მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ თავი კონფლიქტებს. ეს ყოველივე თქვენზე ძალიან ცუდად იმოქმედებ, ამიტომ კარგი იქნება უარს თუ იტყვით სხვების პრობლემების მოგვარებაზე და საკუთარ თავს მიხედავთ.
თევზები: დღეს შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს და ეს ცვლილებები თქვენზე დადებითად აისახება. ეცადეთ წინასწარ მოემზადოთ, რადგან მსგავსი სიტუაცია თქვენზე მეტად ემოციურად იმოქმედებს.