ჩერნობილის კატასტროფის მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს, ევროკავშირსა და ნატოს უკრაინაში ბირთვული ობიექტების დაცვის თხოვნით მიმართა.
უკრაინის იმ მცხოვრებლებს, ვინც ბოლოდროინდელი მოვლენების გამო საცხოვრებლად რუსეთი აირჩია და უკრაინა დატოვა, ან დატოვებას აპირებს, რუსეთის მთავრობის წევრი შორეულ აღმოსავლეთში გადასახლებას სთავაზობს.
გერმანული ელექტროენერგეტიკული კომპანია E.On რუსული „გაზპრომის“ ყველაზე მსხვილი უცხოური კლიენტი იყო, თუმცა, რუსული კომპანიის მომსახურებაზე უარი თქვა და ხელშეკრულება კანადურ კომპანიასთან გააფორმა.
სრულიად უკრაინის და კიევის სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრემ (მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი), ჩერნოვიცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტმა ონოფრემ წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
სიმფეროპოლის რაიონის სოფელ პერევალნოეში განლაგებული სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები ბაზის დატოვებას ან დანებებას არ აპირებენ.
რუსეთის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ცნობილია, რომ საბჭოს სხდომა მოსკოვის დროით ღამის პირველის ნახევარზე ჩატარდება.
იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ქვეყნისთვის მიცემული ფიცის ერთგულნი დარჩნენ და რუს აგრესორთა მხარეს არ გადავიდნენ, მხარდაჭერა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამოუცხადეს.
ფოტოზე უკრაინელი ვიცე-პოლკოვნიკი, ფეოდოსიის საზღვაო ქვეითთა ბატალიონის მეთაურია. მისმა ხელქვეითებმა უარი განაცხადეს რუსი სამხედროების მიერ წამოყენებული ულტიმატუმის შესრულებაზე, რაც იარაღის დაყრას და დანებებას ითვალისწინებს.
"რუსი სამხედროები ყირიმში დგანან ნიღბებითა და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე. მათ ეშინიათ სახეების ჩვენების, რადგან ისინი დამპყრობლები არიან!“, -
ღამით, ყირიმში უცნობი პირები, რომლებიც თითქოს უკრაინელები არიან, რამდენიმე რუსი ჯარისკაცის მოკვლას აპირებენ,-ამის შესახებ ინფორმაციას "უნიანი" ავრცელებს.