
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრას ეხმაურება.
დეპუტატის განცხადებით, იგი გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირების საკითხის განხილვას შეესწრო:
„ევროინტეგრაციის კომიტეტზე მოვხვდი შემთხვევით
ასევე შემთხვევით შევესწარი გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირების საკითხის განხილვას
გარემოს დაცვის სამინისტროდან მომხსენებელს ვკითხე - აზერბაიჯანის მხარეს, საზღვრის გასწვრივ რომ ვინმემ დათესოს გენმოდიფიცირებული ხორბალი და იქიდან მოხდეს ჩვენს მხარეს დათესილი ხორბლის დათესვა, ამ დროს რა უნდა რა უნდა ვქნათთქო
მომხსენებლის პასუხი: ხორბალი მგონი დამტვერვით არ მრავლდება
პ.ს. მე რა ვქნა, მე?“, - წერს ჯაფარიძე.