მიხეილ ხუბუტიას აზრით, საქართველოს „კიდევ უფრო მეტ ნაწილად“ დაშლის საფრთხე ელის

Image

„რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია მიიჩნევს, რომ სამ ნაწილად დაშლილ საქართელოს „კიდევ უფრო მეტ ნაწილად“ დაშლის საფრთხე ემუქრება, თუკი მოქმედი ხელისუფლება რუსეთისადმი მიდგომას არ შეიცვლის.

 

ამის შესახებ მიხეილ ხუბუტიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ქართულ მედიასაშუალებებს მიაწოდა.

 

მიხეილ ხუბუტია მიიჩნევს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ, შერბილებულად, მაგრამ მაინც გაიმეორა რუსეთის მიმართ წინა ხელისუფლებისა და მისი ლიდერის რიტორიკა. ხუბუტია ხელისუფლებას მოუწოდებს, „სხვა ქვეყნის მოიმედედ“ ყოფნას შეეშვას და რუსეთის ხელისუფლებასთან დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი.

 

„აფხაზეთის ხმა“ მიხეილ ხუბუტიას განცხადებას უცვლელად აქვეყნებს:

 

„უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ქართველი პოლიტიკოსების არაადექვატურმა რეაგირებამ კიდევ უფრო გააღრმავა ის დაძაბულობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს განსაკუთრებულად დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

 

2013 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, საქართველოზე მოფიქრალნი და გულშემატკივარნი ვვარაუდობდით, რომ ახალი ხელისუფლება გაანალიზებდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერის არასწორ ნაბიჯებს მეზობელი რუსეთის მიმართ, რაც გააჩენდა ახალ შესაძლებლობებს დაწყებულიყო გონივრული დიალოგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ახალი საგარეო პოლიტიკური კურსისადმი.

 

სამწუხარო რეალობაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ შერბილებულად, მაგრამ მაინც გაიმეორა წინა ხელისუფლების მანკიერი რიტორიკა რუსეთისადმი, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა სამ ნაწილად დაშლამდე და პერსექტივაში კიდევ უფრო მეტ ნაწილად დაშლის საშიშროებმადე.

 

დღეს, პოლიტიკოსების რიტორიკა კიდევ უფრო შორს წავიდა და ზოგიერთი მათგანი უკრაინაში ქართული ჯარის გაგზავნასაც კი ითხოვს და ეს მაშინ, როცა დასავლეთიც და რუსეთიც პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ მხარეებს. როგორ ფიქრობთ? არის თუ არა ეს გამოწვევა რუსეთისათვის?!

 

მე, როგორც რიგირთი ქართველი და იმ საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც რუსეთში წლებია ცხოვრობს, გული შემტკივა, რომ ახალი ხელისუფლება ხალისით ერთვება „ნაციონალების“ მიერ გაჩაღებულ ურაპატრიოტიზმის დოღში და არ ითვალისწინებს ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ საფრთხეებს, როდესაც თავისუფლების ლოზუნგისა და სხვა ქვეყნის უსაფუძვლო მოიმედეობის ფონზე, დროშების ქნევით და ფუჭი მუქარებით არის დაკავებული. ამით ისინი უკარგავენ ქვეყანას ყველანაირ პერსექტივას.

 

ჩემი სურვილია, დღევანდელმა ხელისუფლებამ გაანალიზოს ის ურთულესი გზაგასაყარი, რომელსაც ადგას დღეს საქართველო და გააკეთოს სწორი არჩევანი, რომელიც მომავალ თაობას მისცემს საშუალებას იცხოვროს ერთიან, ძლიერ საქართველოში.

 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამონახოს ყველანაირი გზა და საშუალება დაიწყოს დიალოგი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, იმ პრობლემებზე რომელიც ჩვენს ქვეყანას დაუგროვდა ბოლო 20 წლის მანძილზე.

 

პატივისცემით

მიხეილ ხუბუტია

"ქართველთა კავშირი რუსეთში"

პრეზიდენტი“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !