„ქართული ლუდის კომპანიამ“ 4 დევნილ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა

Image

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობით ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ კიდევ ოთხი დევნილი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს.

 


ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ გამოთქვა მზადყოფნა, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებოდა დევნილ სტუდენტებს. კომპანიამ ოთხი სტუდენტის სწავლის საფასური გასულ წელსაც დაფარა და დევნილი სტუდენტების საკეთილდღეოდ, ბიზნეს სექტორის ჩართულობის კუთხით, სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  


აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი თოდუა სამედიცინო უნივერსიტეტის ორდინატურის სტუდენტია, ირაკლი ლეჟავა კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს სამაჩაბლოდან დევნილი თამარ ბერუაშვილი, ხოლო, ალბერტ ბუზალაძე ილიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტია.

 

სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტის ირაკლი თოდუას განცხადებით, სწავლის საფასურის დაფარვა მისთვის და მისი ოჯახისათვის უდიდესი დახმარებაა.

 

„დევნილთა სამინისტროს კერძო კომპანიებთან შუამდგომლობით დაგვიფინანსდა სწავლის საფასური. მქონდა მცდელობა,  რომ სხვადასხვა წყაროებიდან მომეპოვებინა დაფინანსება, მაგრამ უშედეგოდ. ჩემთვის ფინალური წელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე დავამთავრო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დევნილთა სამინისტროს“, - განაცხადა სტუდენტმა.

 

სტუდენტებს პირადად შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორი ვასილ სულხანიშვილი.

 

მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, დევნილი სტუდენტების განათლება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს:

 


„დევნილთა სამინისტრო არის შუამავალი კომპანიასა და სტუდენტებს შორის.  სტუდენტებს ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ გამოიჩინა კეთილი ნება და 4 საუკეთესო დევნილი სტუდენტი დააფინანსა, აქედან 2 სამაჩაბლოდან, ხოლო 2 აფხაზეთიდანაა დევნილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 


„ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით,  კომპანიის თანამშრომლების 50% სწორედ იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

 

„ჩვენ ვაფინანსებთ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მომავალს წარმოადგენენ, რომლებმაც უნდა ისწავლონ და ქვეყანაში კვალიფიციური კადრებისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობის პრობლემა გადაჭრან. ამიტომაც კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს მათ განათლებას“, - განაცხადა ვასილ სულხანიშვილმა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !