რუსეთს სანქციებით ნუ ემუქრებიან - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლელ ლიდერებს მოუწოდებს შეწყვიტონ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისადმი მუქარა.
ინტერნეტსივრცეში პოპულარულია მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს მიმიკის ამსახველი გიფი მას შემდეგ, რაც „ოსკარი“ ვერ მიიღო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს იგორ ტენიუხს ესაუბრა.
გარდაბანში, სადაც ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენცია უნდა დაწყებულიყო, ხელჩართული ჩხუბია.
"ოსკარით“ დაჯილდოვების ცერემონიალზე უკრაინის მხარდამჭერი ლოზუნგი გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დასავლურ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,შუშა ჩასმულია კიდევ რა გაინტერესებთ ??????? დროზე სანამ დობრი ვარ გიპასუხებთ ......კარავი დაშლილია დროებით :)))) ზუზი ბედნიერია და რა კიდევ......:))))))))))“-წერს მსახიობი ია ფარულავა საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე.
იმის მიუხედავად, რომ 2 მარტიდან უკრაინამ ოფიციალურად დაკეტა საჰაერო სივრცე არასამოქალაქო დანიშნულების საფრენი აპარატებისთვის, ორმა რუსულმა Су-27-მა უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვია.
,,იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო პრინციპულად და ნაყოფიერად იმოქმედებს და ჩვენი რეგიონის ხალხებს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მეტი სისხლის დაღვრა აღარ მოუწევთ,“- ნათქვამია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
ომი უკრაინასა და რუსეთს შორის გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში -ამის შესახებ უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა განაცხადა.
სამხედრო საავიაციო სივრცის დაკეტვის შემდეგ უკრაინის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, გადაკეტოს საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან.