
ავჭალაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
„თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული, წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი არსენ ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ავჭალის დასახლებაში, საკუთარ ბინაში, მეზობელს – 1958 წელს დაბადებულ ლიანა ბ-ს დანით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.