
უკრაინაში რუსი ეროვნების მოაქალაქეები, ძირითადად მამაკაცები, რომლებიც ექსტრემიზმით გამოირჩევიან, თავისუფლად იმიტომ შემოდიან, რომ მათ უკრაინული პასპორტები აქვთ. –
ამის შესახებ უკრაინელი ბლოგერები წერენ. მათი თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც პრეზიდენტად მიიჩნევს თავს, საერთო ჯამში 20 ათასზე მეტი უკრაინული პასპორტი გასცა, აქედან 5.000 ФСБ–ს თანამშრომლებისთვის:
„სწორედ ამიტომ, უკრაინის მტრები უკრაინაში ჩვენივე პასპორტებით შემოდიან. შსს–ს ვურჩევთ, დაიწყოს პასპორტების შემოწმება, რომლებიც თითქოსდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქალაქებშია გაცემული, მაგრამ სერია ყველას ერთი აქვს“, – წერენ უკრაინელები.