საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამ 21 წლის ძმა ჩამომხრჩვალი იპოვა. შემთხვევა ახალციხეში მოხდა, გარდაცვლილი იმედა მურვანიძე სამხედრო პირია, ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითი იყო.
უკრაინის ინფორმაციული წინააღმდეგობა ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურმა ალექსანდრე ვიტკომ ყირიმში განთავსებულ უკრაინულ სამხედრო ნაწილებს ულტიმატუმი წაუყენა.
სახელმწიფო სათათბიროში კანონპროექტია რეგისტრირებული, რომელიც უცხო ქვეყნების რეგიონების რუსეთთან შეერთების პროცედურას ითვალისწინებს, ინფორმაციას ამის შესახებ ,,უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ტელეკომპანია ,,აჭარის“ წინ მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველთა ცნობით, ორი მამაკაცი ქუჩაში ერთმანეთს ესაუბრებოდა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა და ერთმა მეორე დანით დაჭრა.
დაახლოებით 30 წუთის წინ თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე საქალაქო სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს. ამის შესახებ „რადიო აფხაზეთის ხმას“ თვითმხილველმა შეატყობინა.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებას რუსების მხარეს გადასული კაპიტნის გადაყენების შესახებ.
პრორუსული მიტინგის მონაწილეები, დონეცკში, საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმს ახდენენ,- ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
უკრაინასთან ერთი წლის წინ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვიწყებთ ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელებას ,- ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა "ტვიტერში" დაწერა.
გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ კონფერენციის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა.