რუს სამხედროებს ევპატორიაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარ „ბუკის“ განთავსება სურთ

Image

იმ რუს სამხედროებს, რომლებმაც 4 მარტს უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ტაქტიკური დაჯგუფების „ყირიმის“ კონტროლქვეშ აყვანა სცადეს, უკრაინელ მეზენირეებს „ბუკის“ განთავსება და ერთობლივი საბრძოლო მორიგეობის დაწესება შესთავაზეს.

 

ამის შესახებ გენერალ-მაიორი ოლეგ სტრუცინსკი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გაზეთ „ნაროდნაია არმიას“ მეშვეობით იტყობინება.

 

„რუსი სამხედროების მხრიდან ამგვარი ჩარევის მცდელობამ, შესაზოა, უკრაინის საჰაერო სივრცეში მოძრავ საფრენ აპარატებს საფრთხე შეუქმნას, ამიტომაც, ამის გაკეთება დაუშვებელია“, - აცხადებს უკრაინელი გენერალი.

 

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ულტიმატუმი წაუყენეს უკრაინელ სამხედროებს და მათ ხელს უშლიან, სამხედრო სამსახური ჯეროვნად შეასრულონ.

 

საშუალო სიშორის მრავალფუნქციური მაღალი მობილობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Бук" გამოიყენება სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავთა გასანადგურებლად, ასევე ფრთოსანი რაკეტების, ვერტმფრენებისა და სხვა საფრენი აპარატების წინააღმდეგ.

 

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, შესაძლოა, გამოიყენებოდეს ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, სამხედრო ობიექტების დაცვის მიზნით, ასევე, შესაძლოა, მას მიეცეს მოდულის დანიშნულება ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დროს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არმიის შეიარაღებაში მყოფი „ბუკი“ რუსმა ოკუპანტებმა 2008 წლის აგვისტოში სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

 

ფოტოზე: საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «Бук-М1»

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !