
გერმანული გამოცემა Stern-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრემირმინისტრმა იულია ტიმოშენკომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ულტიმატუმზე ისაუბრა უკრაინასთან მიმართებით.
„პუტინმა ჩვენ ულტიმატუმი წამოგვიყენა: ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი და უკრაინის ყოფილი მთავრობა ქვეყნის სათავეში უნდა დაბრუნდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში გათავისუფლდება ყირიმი. ეს შეუძლებელია, ამაზე უკრაინაში არავინ არ წავა“, - განაცხადა ტიმოშენკომ.
მისივე განცხადებით, მას ვლადიმირ პუტინთან არავითარი სატელეფონო კონსულტაციები არ ჰქონია:
„უკრაინას შეუძლებელია ჰქონდეს რაიმე მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგან ჩვენი პოზიცია ამ მოლაპარაკებებში ძალიან სუსტი იქნებოდა“, - დასძინა ყოფილმა პრემირმინისტრმა.