დღეს, ლვოვის რკინიგზის სადგურიდან სამხედრო ტექნიკა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მიემართება.-ამის შესახებ გამოცემა ,,iPress.ua“ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თვითმფრინავს არმიანსკის რაიონში. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სევასტოპოლში ,,ასოშეიტიდ პრესის“ ცნობით სააგენტოს რეპორტიორები დააპატიმრეს. გამოცემის ცნობით, ყირიმის ნახევარკუნძულზე პრორუსულად განწყობილი შეირაღებული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებიან.
უკრაინის 95–ე აერომობილური ბრიგადა, რომელიც ჟიტომირშია დისლოცირებული, განგაშის პირობებში მოეწყო და ყირიმის მიმართულებით გავიდა. ასევე, კიევიდან ყირიმისკენ გადაისროლეს გამთენიისას 11 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "ბუკი".
სიმფეროპოლში კიევიდან ჩასულ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნეს.–ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში შემთხვევის ადგილიდან გავრცელდა.
დაპირისპირება მოხდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში, ღურტას მცხოვრებლების განცხადებით, აქციაზე პოლიციამ ქალებსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
უშგულის ახლოს , ლენტეხი–უშგულის მონაკვეთზე ორი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. მესტიის რაიონის სოფელ უშგულთან, სამაშველო სამსახურმა კიდევ ორი ზვავში მოყოლილი უცხოელი მთამსვლელის ცხედარი დღეს დილით იპოვა.
მკვლელობა მოხდა რუსთავში.მამაკაცმა ყოფილი ცოლი დანით მოკლა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონის გადარჩენა ვერ შეძლო.
ამერიკელმა სენატორებi 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან რუსეთის ნაკრების მოკვეთას, ხოლო ამ ქვეყნისთვის 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ.
ბრიტანულმა ტელეარხმა Channel4–მა შემთხვევით მოიხსენია სერგეი ლავროვი, როგორც „ასეთი საყვარელი გეი“. ამის მიზეზი სუბტრიტრი გახდა, სადაც რუსი მინისტრის გვარი დაყოფილი იყო.