
„პრაიმტაიმნიუსთან“ ექსკლუზიურ საუბარში ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამა ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს ზურაბ ჟვანიასა და მისი შვილის ცხედრები სხვაგან იპოვეს და არა საბურთალოს ქუჩაზე.
რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი ექსპერტ დავით ფურცხვანიძის ინტერვიუს პასუხობს, როცა მან „ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა, რომ ჟვანია და უსუპოვი, სინამდვილეში, ვარკეთილსა და მესამე მასივს შორის იპოვეს გარდაცვლილი.
"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვარკეთილში გარდაიცვალნენ. ჟვანია და ჩემი შვილი სწორედ იმ ადგილზე დაიღუპნენ, სადაც ნახეს. რაც შეეხება დახმარებას, ტყუილია, ცხედრები პირდაპირ პროზექტურაში გააქანეს გასაკვეთად, რომელ დახმარებაზეა საუბარი, ტყუილია. ეგ კაცი ვინ არის საერთოდ, რას ემსახურება. შეიძლება, თქვა ტყუილი, რომელსაც დაიჯერებენ, მაგრამ ეს დაუჯერებელია", - განაცხადა იაშარ უსუპოვმა „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში.