
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია აცხადებს, რომ გული ტკივა, როცა "დინამოს" სტადიონიდან გავდივარ და თამაშს 100 კაცი არ ესწრება. მისი თქმით, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია და მასში ფინანსების ჩადებაა საჭირო.
თემურ ქეცბაიას თქმით, მთელი ქართული ფეხბურთის ბიუჯეტი რუსეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ერთი ფეხბურთელის ხელფასია:
"რომ ამბობენ, როგორ და რატომ გვასწრებენო, გაგვასწრებენ, აბა, რა იქნება - იქ, ძმაო, ფეხბურთში ფული იდება. მთელი ქართული ფეხბურთის ბიუჯეტი არის რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელის ხელფასი, თქვენ რა გგონიათ? იგივე ყაზახეთში, იგივე აზერბაიჯანში, უამრავი თანხა იდება", - თქვა თემურ ქეცბაიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.