გურამ დონაძე განმარტავს, რით დაინტერესდა პროკურატურა მოწმედ მისი დაკითხვის დროს

Image

 "სპეცოპერაციის შესახებ ვიდეომასალა კუდის ოპერატორის მიერ არის გადაღებული. გამოძიებას განვუცხადე, რომ შემიძლია ამოვიცნო, თუ ვინ გადაიღო. დამონტაჟებულია თუ არა მასალა, მე ამასთან არავითარი კავშირი არ მაქვს,“- აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე, რომელიც დღეს ამ საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხეს.

 

 

დონაძე ამბობს, რომ მან არ იცის გაყალბებულია თუ არა მასალა და ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. როგორც შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღეს ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა.

 

მისთვის მთავარი პროკურატურის ბრიფინგისა და გავრცელებული განცხადების შინაარსი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც სახლში მივიდა და ამ განცხადების შინაარსით დაინტერესდა: "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე აღნიშნული მასალა არ გადამიღია, არ ვიმყოფებოდი სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე, არაფერი დამიმონტაჟებია და დონაძის პრესსამსახურს ამ მასალასთან წვდომა არ ჰქონია. ეს გამოძიებამ იცის და მე მას ამის შესახებ ვესაუბრე", - დასძინა გურამ დონაძემ.

 

მისივე განცხადებით, პროკურატურას მასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები იმის შესახებ, თუ რა დავალება მიიღო და როდის მივიდა შემთხვევის ადგილზე. დონაძემ განმარტა, რომ მას შეტყობინება ოპერატორსიგან ტელეფონზე მიუვიდა, ხოლო როდესაც ის ადგილზე მივიდა, სამი იარაღიანი პირი გარდაცვლილი ესვენა.

 

დონაძის თქმით, ადგილზე დახვდა დათა ახალაია, რომელმაც სთხოვა, რომ არ ეჩქარა მასალის გავრცელება და ეს გაეკეთებინა მეორე დღისთვის. მისივე განცხადებით, იგი დაემორჩილა მისი უფროსის, დათა ახალაიას მითითებებს და სპეცოპერაციის შესახებ ვიდეომასალა მეორე დღეს გაავრცელა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !