
მაიდნის აქტივისტებს, რომლებიც დონეცკის ცენტრში იყვნენ შეკრებილნი და უკრაინის ჰიმნს მღეროდნენ, კონტრაქციის პრორუსმა მონაწილეებმა ჯერ ქვები დაუშინეს, ხოლო შემდეგ მილიციის კორდონი გაარღვიეს და ერთი მაიდნელი მოკლეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ აწ გარდაცვლილ აქტვივისტს ჭრილობები მუცელსა და მკერდში, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.
კონტრაქციის პრორუსი მონაწილეები თავდაპირველად მაიდნელებს ქვებს, ბოთლებს, კვერცხებსა და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, მერე კი კორდონი გაარღვიეს და მათ დაერივნენ. რამდენიმე ადამიანი მძიმედაა დაშავებული.