
სოციალურ ქსელში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაღებულ ფოტო ქვეყნდება, რომელსაც პიროვნებებისა და ავტომანქანის ნომრების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შეზღუდვით გთავაზობთ.
სავარაუდოდ, ფოტო რამდენიმე წლის წინ, ოკუპირებული აფხაზეთის ერთერთ ქალაქშია გადაღებული და მასზე "მერსედესის" მარკის ავტომანქანაზე გადაფენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩანს, მანქანის ნომრები კი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიღებული ნორმების გათვალისწინებითაა აღებული.