
დონეცკის ცენტრში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მსუბუქად დაშავებული პრორუსი აქტივისტები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, ექიმებს ამაყად უცხადებდნენ, რომ თავდასხმა მათი მოწყობილი იყო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელებში უკრაინელი მომხმარებლები წერენ და დამატებით ფაქტებს აქვეყნებენ, რითაც დასტურდება, რომ დონეცკში მართლაც იმყოფებოდნენ რუსეთის მოქალაქეები.
კონკრეტულად, „გაზეტა. უა“–ს ცნობით, მიტინგის მონაწილეები ავტობუსით ჩაიყვანეს, რომელიც „ვოლგა–ტრაველს“ ეკუთვნის და ოფიციალურად ემსახურება მარშრუტს ესენტუკი–ათენი.