აშშ ნავთობის სტრატეგიული მარაგის გაყიდვას იწყებს – მომაკვდინებელი დარტყმა რუსეთს

Image

პირველად 1990 წლის შემდეგ აშშ–მა ბაზარზე გადაისროლა ნავთობის სტრატეგიული მარაგის უმნიშვნელო ნაწილი, რითაც, ექსპერტების აზრით, სიტუაცია დატესტა. ტესტის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რუსეთში კი ნამდვილი შოკი გამოიწვია.

 

სულ საერთაშორისო ბაზარზე გასაყიდად მოხვდა 5 მილიონი ბარელი ნავთობი, რაც აშშ–ის სტრატეგიული მარაგის მხოლოდ 1%–ს შეადგენს. თუმცა, ეფექტმა ყველაზე დიდი ოპტიმისტების მოლოდინსაც გადააჭარბა – ნიუ–იორკში სანავთობო ფიუჩერსების ფასი (Futures contract ანუ ყიდვა–გაყიდვის სტანდარტული, საბირჟო კონტრაქტი, როცა მყიდველი და გამყიდველი მხოლოდ ფასზე და მიწოდებაზე თანხმდებიან) 2%–თ დაეცა – 98 აშშ დოლარამდე.

 

მართალია, აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ღონისძიება რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი და არ უკავშირდება უკრაინის კრიზისს, მაგრამ ამის არავის სჯერა. როგორც თავად რუსი ექსპერტებიც კი აღიარებენ, რუსეთის ეკონომიკისთვის ეს მომაკვდინებელი დარტყმაა. რა თქმა უნდა, ეკონომიკა მყისიერად არ აღმოჩნდება ნოკაუტში, მაგრამ არცთუ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად მოხდება.

 

საქმე სწორედ ნავთობის ფასი გახლავთ, რადგან ნავთობის ვაჭრობით მიღებული შემოსავლები რუსეთის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. 2014 წლის რუსეთის ბიუჯეტში ნავთობის ფასი, რყევების გათვალისწინებით, 102 აშშ დოლარია მითითებული. რასაკვირველია, ამ ფასზე ქვემოთ ბარელი ნავთობის ფასის დაცემა ნიშნავს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი რუსეთში ვერ შესრულდება.

 

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან კაპიტალი გაედინება, ხოლო დასავლეთის ბანკებმა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოსთხოვონ რუს მოვალეებს 650 მილიარდი დოლარის კრედიტის დაბრუნება, მაშინ, როცა რუსეთის ოქროს სავალუტო რეზერვი 140 მილიარდი ევრო, ანუ დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდეა. სიტუაცია რომ ჩიხისკენ მიდის, უკვე პუტინის უახლოესი გარემოცვის ეკონომისტებიც ვერ მალავენ...

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !