
სარაკეტო კომპლექსი Club-K, რომელსაც „მომაკვდინებელ რაკეტებსაც“ უწოდებენ, რუსმა სამხედროებმა უკვე ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიტანეს.
სარაკეტო კომპლექსი ყირიმისკენ გასაგზავნად საზღვაო კონტეინერებში ჩაიტვირთა. როგორც ცნობილია, კონტეინერები რუსული არმიის ძლიერი იარაღია, რომელსაც დარტყმის მიყენება შეუძლია როგორც მიწისზედა, ასევე საზღვაო ობიექტებზე, 300 კილომეტრიან დისტანციაზე.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სახის კონტეინერს შეუძლია გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს ავიამზიდებსაც, ამიტომაც, მას „ავიამზიდთა მკვლელსაც“ უწოდებენ.
Club-K კომპლექსის მოხვედრა ყირიმის ნახევარკუნძულზე ნიშნავს, რომ რუს სამხედროებს სწორედ აქედან, ნებისმიერ ობიექტზე დარტყმა შეეძლებათ, თუკი ობიექტი 300 კმ–ზე უფრო შორს არ მდებარეობს.
კომპლექსის მთავარ მახასიათებელ ელემენტად მიჩნეულია უნივერსალური სასტარტო მოდული, რომელიც სტანდარტული საზღვაო კონტეინერის სახითაა შესრულებული. ყოველ ასეთ „კონტეინერში“ 4 რაკეტაა და ყველა კონტეინერი ავტონომიურია.
სპეციალისტები ამ სარაკეტო კომპლექსის მთავარ დადებით თვისებად მობილურობას მიიჩნევენ. მის გაშლას და საომარ მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე წუთი სჭირდება როგორც ვაგონში, ასევე შრალი სატვირთო გადაზიდვის პირობებში და სატვირთო ავტომანქანით მისი გადატანის დროსაც კი. ყირიმის ნახევარკუნძულამდე კომპლექსს სწორედ სატვირთო მანქანების მეშვეობით მიიტანენ.