
სააკაძის მოედანზე, "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ოფისთან მოთვალთვალე ავტომობილის აღმოჩენის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მობილური ტელეფონითაა გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ცოტა ხნის წინ მოხდა და ის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფისთან, ადგილმონაცვლეობით, მთელი დღის განმავლობაში მოთვალთვალე მანქანაში მყოფთა ვინაობით "თავისუფალი ზონისა" და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრები დაინტერესდნენ.
მას შემდეგ, რაც "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრმა მანქანას ალყა შემოარტყა, ხოლო შიგ მსხდომებს ვინაობას ეკითხებოდნენ, მოთვალთვალე პირებმა გაქცევა სცადეს, რა დროსაც "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ერთერთ წევრს ფეხზე გადაუარეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება მოთვალთვალე ავტომობილს, მისმა მძღოლმა, მას შემდეგ, რაც გაქცევა გადაწყვიტა, ავტომობილი უკუსვლით დაძრა და უკან მდგარი მანქანაც დააზიანა.