
კუდის ყოფილ ხელმძღვანელს დათა ახალაიას თავისუფლების 3 წლით და 9 თვით აღკვეთა მიესაჯა.
ასევე, პოლიცილის ცემის საქმეზე განაჩენი გამოუტანეს ოლეგ მელნიკოვს. მას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით მიესაჯა.
სოსო თოფურიძეს – 3 წელი და 9 თვე; გერონტი ალანიას კი 3 წელი და 9 თვე მიესაჯა.
გარდა ამისა, ოთხივე მათგანს 1 წლითა და 6 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვათ. დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გერონტი ალანიასა და სოსო თოფურიძეს ბრალად მერაბიშვილის მეუღლის შეურაცხყოფის გამო პოლიციელის ცემა ედებოდათ.