
უკრაინული მედია ავრცელებს კადრებს დონეცკიდან, სადაც კარგად ჩანს, როგორ შემოარტყეს ალყა პრორუსული მიტინგის მონაწილეებმა უკრაინის ერთიანობის ლოზუნგით გამოსულებს.
უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მილიციამ არ დაიცვა მცირერიცხოვანი მაიდნელები და ცალ მხარეს კორდონი გახსნა.
სასტიკი ჩხუბის შედეგად, უკრაინული მედიის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა.