დღეს მარნეულში, კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული პირები კლინიკაში გადაჰყავთ, - აღნიშნულის შესახებ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველ დირექტორს და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდა საერთაშორისო დონორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
რუსთავის „ცხელების ცენტრიდან’ ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ წაღებული სინჯებიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
"TV პირველის" ტოქშოუების წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ არხის ხელმძღვანელებთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინკაში 90 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 76-ის შემთხვევაში კოვიდინფექციის არსებობა დადასტურებულია.
კახეთში პირველადი ტესტირებით, covid19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნული შემთხვევის კიდევ ერთხელ გადამოწმება მიმდინარეობს და ზუსტი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობამ 2273-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე არავინ გარდაცვლილა.
მეკობრეებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 10 მეზღვაური გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს 9 მოქალაქეა, - ამ შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაადასტურეს. უწყების ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.